Wednesday, July 14, 2010

,,ჩემი სოფელი"

1. პროექტის სახელი: ,, ჩემი სოფელი”.

2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეებმა გააცნობიერონ,რომ სოფელი წარმოადგენს ბუნების წიაღში დასახლებულ ადგილს.შეძლონ სოფლისა და ქალაქის საცხოვრებელი სახლების შედარება და აღწერა. ასევე გაიმდიდრონ სასოფლო გარემოსთან დაკავშირებული სიტყვების მარაგი[ქოხი,წისქვილი,ბოსტანი,გომური,ზვინი.]

3.პროექტის სრული აღწერა: საქართველოს სოფლები გეოგრაფიული მდებარეობით განსხვავებულები არიან ერთმანეთისაგან,ზოგი მთაგორიანია,ზოგი დაბა ,ზოგი ტერასებად არის გაშენებული .

მოსწავლეები აღწერენ თავიანთ სოფლებს ,ასევე ისინი გაეცნობიან სხვა სოფლების გეოგრაფიულ მდებარეობას,ისტორიულ ნაგებობებს, ადათ წესებს .სოფლის სახლი ქალაქის სახლებისაგან განსხვავებით მრავალსართულიანი არ არის.თითოეულ მცხოვრებს აქვს ცალკე ეზო და სახლი .ჰყავს შინაური ცხოველები და ფრინველები.ეწევიან სასოფლო–სამეურნეო საქმიანობას.

4.მონაწილეთა ასაკი: 6–15წ.

5.ვადები/ხანგრძლივობა: 2010–1011 სასწ/წელი–2თვე

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შემოქმედებითი ხატვა, მოძიებულ ინფორმაციებს შეიტანენ კომპიუტერში, მათი ნაწერისა და ნახატების კომპიუტერში შეტანა (სკანერის საშუალებით)

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ამ მასალებით მომზადდება პრეზენტაცია და ბლოგი. მათი ნახატებითმოეწყობა გამოფენა.

8.სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან სხვადასხვა სოფლების გეოგრაფიულ მდებარეობას და ადათ–წესებს.

9.სამუშაო ენა: ქართული ენა

10.საგნებთან/საგანთა ჯგუფებთან/სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნება,ისტ,ისტორია.

11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

12.პროექტის ფასილიტატორის: თამარ კობახიძე.

13.პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა:t.kobaxidze79@gmail.com

14.პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: tkobaxidze.blogspot.com

No comments:

Post a Comment